Tuesday, July 23, 2013

 პროექტის სახელწოდება: ნარკოტიკების მიღება ცოდვაა.
პროექტის მთავარი იდეა: გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
პროექტის აქტუალობა: მოსახლეობაში ადგილი აქვს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდას, რაც ანგრევს მათ ჯანმრთელობას, აკარგვინებს ახლობელ ადამიანებს, ანადგურებს მომავლის პერსპექტივას. ჯანმრთელობა ხომ ადამიანისათვის შეუფასებელი სიმდიდრეა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება კი ერის არა მარტო ფიზიკური არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
პროექტის მიზნები:
ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია-დამკვიდრება.
მოზარდების ინფორმირება ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ.
მავნე ჩვევების კრიტიკა, დაგმობა.
ნარკოტიკების სიავის გააზრება.
ნარკოტიკებით მიღებით გამოწვეულ დაავადებათა პრევენცია.
მონაწილეთა ასაკი : 11-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ანტინარკოტიკული ში-ნაარსის კედლის გაზეთის გამოშვება, ნახატების გამოფენა, სასკოლო კონფერენციის მოწყობა,პლაკატების, ბუკლეტების, ჩანახატების  შექმნა, დისკუსიის გამართვა, ბლოგის შექმნა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატე-ბი ,მარკერები,,ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები კვლევა-ძიების საფუძველზე უშვებენ ანტინარკოტიკული შინაარსის კედლის გაზეთს, აწყობენ ნახატების გამოფენას,სასკოლო კონფერენციას, ქმნიან პლაკატებს, ჩანახატებს, მართავენ დისკუსიას და საბოლოოდ ქმნიან ბლოგს შექმნილი მასალის მიხედვით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნ.სიმონია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.simonia26@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanasimonia.blogspot.com